კომაროვის სკოლაში მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო!
- 18 ივნისი, 2019
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა- მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. მისაღები გამოცდა მე-7 და მე-8 კლასში გადმომსვლელთათვის ჩატარდება მათემატიკაში, ხოლო მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმომსვლელთათვის - მათემატიკასა და ფიზიკაში.
რეგისტრაციის პირობები
კომაროვის სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაცია დასრულდება - მე-7 კლასისთვის - 15 ივლისს;
მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებისთვის - 15 აგვისტოს;
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე სკოლაში.
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მათთვის, ვისაც სურს რეგისტრაცია გაიაროს ადგილზე, სკოლაში - რეგისტრაცია იწარმოებს შაბათ-კვირის გარდა, 18 ივნისიდან რეგისტრაციის დასრულებამდე, 11:00-დან - 17:00 საათამდე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N113. მშობელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები:
ა) შევსებული ფორმა;
ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2018-19 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
გ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
დ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ეს ცნობა მოსწავლემ შემდეგ უნდა წარმოადგინოს გამოცდაზეც).
ვინც რეგისტრირდება ელექტრონულად, შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2018-19 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ეს ცნობა მოსწავლემ შემდეგ უნდა წარმოადგინოს გამოცდაზეც).
(ამ დოკუმენტების ატვირთვა ან წარმოდგენა არ სჭირდება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში და აბარებენ მისაღებ გამოცდას).
მისაღები გამოცდის თარიღები:
მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება ან 21, ან 22, ან 23 აგვისტოს.
მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება ან 20, ან 21 ან 22 ივლისს.
ზუსტი თარიღი და გამოცდის ადგილი გამოცხადდება მოგვიანებით, არაუგვიანეს 2 ივლისს, სკოლის ვებ გვერდზე.
გამოცდის ფორმატი და ტესტის შემადგენლობა:
მე-7 და მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-9,მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.
მე-7 და მე-8 კლასის მათემატიკის ბილეთი შედგება 30 დახურულბოლოიანი ტესტისგან;
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ბილეთში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები. ბილეთში იქნება 35 დახურულბოლოიანი საკითხი, მათ შორის 20 მათემატიკის ამოცანა, 15 იქნება ფიზიკის.
საკონკურსო პირობები მე-7 კლასში გადმომსვლელთათვის გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმომსვლელთათვის არაუგვიანეს 10 ივლისს.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
- მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სხვა სკოლის მოსწავლეთა ბაზაში.
- გამოცდაზე არ დაიშვება ის მოსწავლე, რომელიც 2018-19 სასწავლო წელს არ სწავლობდა კომაროვის სკოლაში და რომელსაც მათემატიკასა და ფიზიკაში (მე-7 ან მე-8 კლასში მომსვლელ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკაში) წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები (მოსწავლეს, რომელიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში და აბარებს მისაღებ გამოცდას, ნიშნებისა და დახასიათების წარმოდგენა არ სჭირდება)
- გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელსაც სკოლის მიერ წარმოდგენილ დახასიათებაში არ ეწერება: „2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
- თუ მოსწავლემ 2018-19 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!